15 ნოემბერს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას ჰოერენი გამართავს საჯარო სემინარს მონაცემთა დაცვის სამართალსა და GDPR-ის რეგულაციებზე. სემინარზე განხილული იქნება ევროპული და საერთაშორისო მონაცემთა დაცვის სტანდარტები და საქართველოს 2024 წლის მონაცემთა დაცვის კანონი.
პროფესორ ჰოერენთან ერთად, ლექციას წარუძღვებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები: ნიკოლოზ პოპიაშვილი – სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი და ანა თოხაძე – საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ისინი ისაუბრებენ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილების შესახებ.
დრო: 10:00–16:00
ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე აკადემიური კორპუსი, 119-ე აუდიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზ. №3, თბილისი
გელით შეხვედრაზე!
______________________
On November 15, Professor Thomas Hoeren from the University of Münster will deliver a public seminar on data protection law and GDPR regulations. The seminar will address European and international data protection standards, as well as Georgia’s 2024 Data Protection Law.
Joining Professor Hoeren, representatives from the Georgian Personal Data Protection Service will co-lead the session: Nikoloz Popiashvili, Head of the Office of the Service’s Director, and Ana Tokhadze, Head of the Department of International Relations, Analytics, and Strategic Development. They will discuss Georgia’s personal data protection legislation and the authority of the Personal Data Protection Service.
Time: 10:00 AM–4:00 PM
Location: Tbilisi State University, Academic Building II, Room 119, 3 Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi
We look forward to seeing you there!